მთავარისიახლეებიპოლიტიკავატო წერეთელი: ,,ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან"

ვატო წერეთელი: ,,ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან”

Published on

“ტვ. პირველის” დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლება მას მამის სიცოცხლით ევაჭრება. მიზანი კი მისივე თქმით. კრიტიკული ტელევიზიის გაჩერება და ზეწოლაა.

განცხადება წერეთელმა კლინიკაში გააკეთა, სადაც ხანგრძლივი და ფორსირებული დაკითხვების შემდეგ ბიზნესმენი ავთო წერეთელი უგონო მდგომარეობაში შეიყვენეს.

ბიზნესმენს ფულის გათეთრებას ედავებიან, თუმცა წერეთლების თქმით, საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

“ჩემს ოჯახს სიცოცხლეშივე გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. გუშინ გადავრჩით. ბრძოლა კი გრძელდება უკეთესი ქვეყნისთვის და უკეთესი საქართველოსთვის. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ბრძოლა არ არის, ეს ბრძოლაა უკეთესი მომავლისთვის.

პირადად ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან”- აცხადებს ვატო წერეთელი.

რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, მედიკოსების თქმით, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ანალიზებში ცვლილებები შეინიშნება.

კლინიკა „ჰელსიკორის“ გენერალური დირექტორის რუსუდან ლაგვილავას ინფორმაციით, პაციენტის გაწერა უახლოესი დღეების განმავლობაში არ იგეგმება.

„ვაგრძელებთ გამოკვლევებს და შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. გუშინ ღამე ჩაუტარდა კორონაროგრაფია. ავთანდილ წერეთელი საერთოდ ჩვენი კლინიკის პაციენტია. მას კორონაროგრაფია რამდენიმე თვის წინაც ჩაუტარდა ჩვენს კლინიკაში და რომ შევადარეთ, ცვლილებები არის. ერთი სისხლძარღვი 50%-ით არის შევიწროვებული, მაგრამ ამ ეტაპზე ექიმმა გადაწყვიტა, რომ სტენტირება არ იყო გასაკეთებელი. კრეატინინი არის ძალიან მაღალი, რაც ნიშნავს, რომ არის თირკმლის პრობლემაცაა და ვაგრძელებთ კვლევას”,-განაცხადა რუსუდან ლაგვილავამ.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გუშინ საღამოს უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...