მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნებისმიერი შეშფოთება, რომელზეც ვსაუბრობთ ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ, ეს ჩვენ ინტერესებში შედის"-...

“ნებისმიერი შეშფოთება, რომელზეც ვსაუბრობთ ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ, ეს ჩვენ ინტერესებში შედის”- კინზინგერი

Published on

“საქართველო რომ არ გვაინტერესებდეს, მას რომ არ ვხედავდეთ, როგორც ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად, მისით არ დავინტერესდებოდით”, – ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ვაშინგტონში ვიზიტით მყოფ არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მხარეებმა დემოკრატიისა და უსაფრთხოების, ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

ხელისუფლების მტკიცებით, კრიტიკის მიზეზი კომუნიკაციის ნაკლებობა და დეზინფორმაციაა, რომელსაც მათი თქმით, ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ავრცელებენ.

კონგრესმენი კინზინგერის განმარტებით, კრიზისის გადასაჭრელად დიალოგის გაგრძელებაა საჭირო და გამოთქმული შეშფოთებები იმედგაცრუებად ან სიბრაზედ არ უნდა იყოს აღქმული. საარჩევნო სისტემის შესახებ დასმულ კითხვაზე, კონგრესმენმა განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი თქმით, დემოკრატიამ ისე უნდა იმუშაოს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. 

“ნებისმიერი შეშფოთება, რომელზეც ვსაუბრობთ ამერიკის მხრიდან საქართველოს მიმართ, ეს ჩვენ ინტერესებში შედის. საქართველო რომ არ გვაინტერესებდეს, მას რომ არ ვხედავდეთ, როგორც ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვან ქვეყნად, საქართველოთი არ დავინტერესდებოდით, მაგრამ ჩვენ დაინტერესებულები ვართ. ვფიქრობ, დიალოგის გაგრძელება ნებისმიერ მიმდინარე კრიზისის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვრჩებით ქართველი ხალხის ერთგული. კარგი საუბარი გვქონდა ყველა შეშფოთებაზე და საერთო ინტერესზე. იმედი გვაქვს, რომ გამოსავალს მალე ვიპოვით. მთავრობასთან უფრო მეტად ვურთიერთობთ, ვიდრე ვინმე სხვასთან. როდესაც ვხედავთ შეშფოთების მიზეზებს, ამ შეშფოთებას გამოვხატავთ. ეს შეშფოთება არ უნდა იყოს აღქმული როგორც იმედგაცრუება ან სიბრაზე. ეს უნდა იყოს მიღებული როგორც მეგობრებს შორის ხდება. საქართველოს ვუყურებთ როგორც ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვან ქვეყანას და იმედი მაქვს, რომ საქართველოც ხედავს ამერიკას როგორც ძალიან მნიშვნელოვან ქვეყანას”, – აღნიშნა კინზინგერმა. 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...