მთავარისიახლეებისაზოგადოება"ეს ის სკოლაა, სადაც ბავშვებს რუსული იდეოლოგიას და პუტინის სიკარგეს ასწავლიან, ...

“ეს ის სკოლაა, სადაც ბავშვებს რუსული იდეოლოგიას და პუტინის სიკარგეს ასწავლიან, სადაც ბავშვებს ეუბნებიან, ომი საქართველომ დაიწყო”- რას წერენ პირველ კლასიკურ გიმნაზიაზე

Published on

მოძრაობა “შეცვალეს” წევრი ქეთა ქობალია სოციალურ ქსელში წერს:

“მე დავამთავრე პირველი კლასიკური გიმნაზია. ვიტყოდი, რომ ეს არის თბილისის ყველაზე პრესტიჟული საჯარო სკოლა, რომელიც კარგი დირექტორის დროს, არაფრით ჩამოუვარდებოდა საუკეთესო კერძო სკოლებს.
აი ამ პრესტიჟულ სკოლაში სუფევს საშინელი კომუნიზმი, რაც ჩამოყალიბდა და გამძაფრდა მთავრობის ცვლილების შემდგომ. ამ სკოლაში ამიტანია დაცინვა, ბულინგი, შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლების მხრიდან. ეს ის სკოლაა სადაც ბავშვებს ესაუბრებიან პოლიტიკაზე, ეს ის სკოლაა სადაც ბავშვებს რუსული იდეოლოგიას და პუტინის სიკარგეს ასწავლიან, ეს ის სკოლაა სადაც ბავშვებს ეუბნებიან, რომ დიახ! ომი საქართველომ დაიწყო, ეს ის სკოლაა სადაც მასწავლებლები ბავშვებს ასწავლიან, რომ დაფის საწმენდის გასარეცხად არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავიდეს ბიჭი მაშინ, როცა კლასში ამდენი გოგონაა. ეს ის სკოლაა სადაც მასწავლებლები ბავშვებს აბულინგებენ და მრავალი სხვა.
ალბათ ხშირად ნახავთ გიმნაზიის დირექტორს ტელევიზორში (იმედზე), დადგმული სპექტაკლების პიარით. ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლი იყო დღესაც გარდაცვლილი ლუკას შესახებ. გუშინ გიმნაზიის მოსწავლეები აქციაზე იდგნენ პარლამენტთან და აპროტესტებდნენ მყრალი სისტემის კიდევ უფრო ამყრალების აწ უკვე რვა წელს.
დაფაცურდა საშინლად პოლიტიზირებული დირექცია და ბავშვებს დაშლისკენ ძალიან ტკბილად და მოტყუებით მოუწოდა. არასაგაკვეთილო პროცესშიც კი, როცა ბავშვები კვლავ აგრძელებდნენ პროტესტს და არ წამოეგნენ დირექციის მიერ დაგებულ მახეს, გამოვიდა იმედგაცრუბული და გაბრაზებული სასწავლო ნაწილი და ჩუმად უთხრა ბავშვებს რატომ არ გაითვალისწინეთ ის, რაც გითხრესო. ნეტავ გენახათ როგორ უთხრა ერთმა, ამ სკოლის სისტემისგან უკვე დაღლილმა მოსწავლემ მეორეს – “აუ ეხლა ტვინს წაიღებენ და დაგვერხევა ხვალ მაგრად სკოლაში”ო.
ახლა ვინმე მეტყვის თუ ასე ძალიან არ მოგწონდა, თავის დროზე რატომ არ გადახვედიო. ეს გადაწყვეტილება როდის მიმეღო, როცა პატარა ვიყავი? როცა მათი იდეოლოგია ვრცელდებოდა ჩემზე? როცა ისინი იძულებულს მხდიდნენ ყველაფერში ჩემი თავი დამედანაშაულებინა? როცა მიქრობდნენ სურვილს, რომ მესწავლა? როცა ქიმიაში მასწავლებელი არ მაძლევდა საშუალებას, წარსულის შეცდომების შემდგომ მოსთვის მეჩვენებინდა, რომ დიახ! ვისწავლე და გავიგე ამოცანები მოლზე და გთხოვ, მომეცი საშუალება, რომ ეს დაგიმტკიცო! როცა მასწავლებელი ლაპარაკისთვის ორიანს მიწერდა და სრული არგუმეტაციით უმტკიცებდა მშობელს რომ დიახ! ამაში იწერება ნიშანი!
როცა გავიზარდე და მივხვდი ამ ყველაფერს, გაქცევა გამოსავლად არ ჩავთვალე. გავიზარდე და მივხვდი რომ უფროსია, თან მასწავლებელი და არ შეეპასუხო რაც არ უნდა მტყუანი იყოს, არ სრის სწორი და სამართლიანი მიდგომა.
დღეს მე და ის მეცხრე-მეათე კლასის ბავშვები იმისთვის ვიდექით ქვეყნის სამსახურში, რომ გარდა მოძალადე ხელისუფლებისა, სკოლამაც არ იძალადოს და თვითმკვლელობამდე არ მიიყვანოს ბავშვები იმ საქციელებით რასაც ისინი დღემდე სჩადიან.
ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ აქ არ იგილისხმებიან ის მასწავლებლები, რომლებთანაც გარდა მოსწავლე-მასწავლებლირისა, მეგობრული ურთიერთობა მაკავშირდებდა და მაკავშირებს დღესაც. არ დავასახელებ თავადმე ამოიცნობენ თავიანთ თავებს. ისინი იყვნენ ამ ბნელი სკოლის ნათელი წერტილები.
#ამსისტემისდედაც
#ამსკოლისდედაც” – წერს ქეთა ქობალია

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...