მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩილ თალაკვაძე: ,,კონგრესმენებმა მიიღეს სრული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც წერილებში იყო ყურადღება...

არჩილ თალაკვაძე: ,,კონგრესმენებმა მიიღეს სრული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც წერილებში იყო ყურადღება გამახვილებული. ჩვენ ჩამოვედით პასუხებით”

Published on

ჩემთვის სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა კონგრესში”, – უთხრა 6 თებერვალს აშშ კონგრესში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს. მან აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის ყველაზე საიმედო პარტნიორია რეგიონში და ამას არც მომავალში ემუქრება საფრთხე: აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ ნდობა, მხარდაჭერა და ოპტიმიზმი არსებობს და ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.

კითხვები, რაც ჰქონდათ კონგრესის წევრებს და რაც იყო წერილებში გამოხატული, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი ინტერესი და არის მოლოდინები, როგორც იმ ქვეყნის მიმართ, ვისაც აქვს ყოველწლიურად ხელშესახები პროგრესი, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კონგრესმენებმა მიიღეს სრული ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაზეც წერილებში იყო ყურადღება გამახვილებული. „ჩვენ ჩამოვედით პასუხებით. ეს არის მეგობრების პოზიცია და ჩვენი მხრიდან აღქმულია, როგორც მეგობრების მოსაზრება“, – უთხრა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის  ვიზიტი აშშ-ში 5-10 თებერვალს იმართება. 6 თებერვალს მან პარლამენტის ვიცე-სპიკერთან კახა კუჭავასთან ერთად შეხვედრები კონგრესში   გამართა. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...