მთავარისიახლეებიმსოფლიოახალი კორონავირუსი ადამიანებზე შესაძლოა, პანგოლინების საშუალებით გავრცელდა

ახალი კორონავირუსი ადამიანებზე შესაძლოა, პანგოლინების საშუალებით გავრცელდა

Published on

ახალი კორონავირუსი ადამიანებზე შესაძლოა, პანგოლინების საშუალებით გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ სავარაუდოდ, ვირუსი ღამურებიდან ჯერ პანგოლინებს გადაედო, შემდეგ კი, პანგოლინებით არალეგალური ვაჭრობის დროს, ადამიანებზე გავრცელდა.

პანგოლინის ხორცი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ჩინეთში დელიკატესად მიიჩნევა, ასევე მისი ჯავშნის ქერცლს აქტიურად იყენებენ ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში. შესაბამისად, შავ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია.

მიუხედავად იმისა, რომ პანგოლინი საერთაშორისო კანონმდებლობით არის დაცული, ის აზიაში არალეგალური ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლია.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...