მთავარისიახლეებიპოლიტიკავშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა - სვანტე კორნელი

ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა – სვანტე კორნელი

Published on

მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა, – ამის შესახებ „კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის” დირექტორმა სვანტე კორნელმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციას განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პროგრესის გრძელი ისტორია აქვს, მაგრამ ამჟამად უკუსვლა ჩანს.

„საქართველო არ მიდის მიმართულებით, რომელიც მას უფრო სტაბილურ, უფრო განვითარებულ და უფრო თავისუფალ ქვეყნად აქცევს. პირიქით, მე ვშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა. მთავრობამ არაერთი სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო და ამასთან, გამოკითხვები მკაფიოდ აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება სწრაფად იზრდება“, – განაცხადა კორნელმა.

მისივე თქმით, ამერიკის ხელისუფლებისა და კონგრესისი მნიშვნელოვან ნაწილში ჯერ ისევ არის საქართველოს მიმართ ინტერესი.

„ეს კარგი რამაა. მსოფლიოში არსებული სხვა უამრავი პრობლემის მიუხედავად, ხალხი ინარჩუნებს საქართველოსადმი ინტერესს. ვინც საქართველოში ოდესმე ყოფილა, ცოტას თუ შეუძლია მისი დავიწყება. კიდევ ერთი რამ ისაა, რომ გასულ წელს ვნახეთ ხარისხობრივი ცვლილება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ანტისამთავრობო დემონსტრაციების მასშტაბურობას. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში, „ქართულ ოცნებას“ ჰყავდა პატივსაცემი პროდასავლური ადამიანები, რომლებიც წარმატებით ახერხებდნენ კომუნიკაციას, იმის ახსნას, თუ რა ხდებოდა საქართველოში და მღელვარების ჩაცხრობას. ეს ხალხი „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აღარ არიან. სხვადასხვა დროს ბატონმა ივანიშვილმა ან გაუშვა პროდასავლური ხალხი ან შექმნა სიტუაცია, რომ ამ პროდასავლურ ადამიანებს არ ჰქონდათ სხვა არჩევანი გარდა მთავრობის დატოვებისა. ქვეყნის გარეთ ეს შეამჩნიეს. მესამე ისაა, რომ დემოკრატიის შეფასების რამდენიმე ინდექსში საქართველო კარგავს საკუთარ პოზიციას,“ – აცხადებს კორნელი ინტერვიუში.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...