მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა - ექსპერტები ეუთო/ოდირის დასკვნაზე

ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა – ექსპერტები ეუთო/ოდირის დასკვნაზე

Published on

“ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა, რადგან დოკუმენტში  კანონპროექტის არაკონსტიტუციურობაზე საუბარია რ არის” – ასე ეხმაურებიან ექსპერტები ეუთო/ოდირის დასკვნას.

მათი თქმით, დოკუმენტში ნათლად წერია, რომ კანონპროექტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

სპეციალისტები ხელისუფლებას რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ.

“ეს არის ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქიდან გამომდინარე, რომ დასკვნა არ ამბობს, რომ ეს კანონპროექტი კონსტიტუციას არ შეესაბამება. იქ ნათლად წერია, რომ ის ბოლომდე შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

თუ ერთიანობა იქნება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ამ საკითხზე, ჩემი აზრით ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა,” – განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ევროპული კვლევების დირექტორმა გიორგი რუხაძემ.

“ხელისუფლებისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მას ქართველი ხალხი აღარ ენდობა, მსგავს შეფასებებს და დასკვნებს კი დიდი ხანია იგერიებენ იმით, რომ ეს ნაცების შეთხზულია და სიცრუეში აცხოვრებენ დასავლელ პარტნიორებს. ასე რომ ეჭვი მაქვს ამასაც რაღაცნაირად დააიგნორებენ,” – აღნიშნა GIPA-ს რექტორმა თორნიკე შარაშენიძემ.

სიახლეები

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. ამ დღეს პატივს მიაგებენ 1921 წლის 13 თებერვალს,...

უცხოელებს ტაქსისტებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა 1 მარტიდან შეეზღუდებათ

ქართული ოცნების დადგენილების მიხედვით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და...

ოკამში სპეცრაზმი შეიყვანეს კაცის დასაკავებლად, რომელმაც პოლიციელს ესროლა

ოკამში დააკავეს კაცი, რომელმაც პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევა...

ბათუმის კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ბავშვს ყელი გამოსჭრა

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა და მის მოკვლას...