როგორ მიიღეს და რა გზავნილი ჩამოიტანა დავით ზალკალიანმა ვაშინგტონიდან

0
434

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა,   დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტნიორი ქვეყნები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები.

„მე განვაგრძობ მოვუწოდო პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, სწრაფად შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით, უზრუნველყონ სასამართლო დამოუკიდებლობა, გადადგან ნაბიჯები შეპირებული საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად და პატივი სცენ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას”, – ნათქვამია ჯინ შაჰინის განცხადებაში.

ამგვარად, ზალკალიანის წარგზავნამ აშშ – ში სენატორებთან მოსალაპარაკებლლად თუ მათთვის ,,თვალის ასახელად” შედეგი ვერ გამოიღო და ამას ვერ შეცვლის იმედიანი კომენტარები ხელისუფლების მხრიდან, რომლის არსი იმაზე დაიყვანება, რომ ,,ვაშინგტონი ზალკალიანი კარგად მიიღეს და ყურადღებით მოუსმინეს”, რეალობა კი სხვაგვარია.

ექსპერტი ვანო მაჭავარიანი „ინტერპრესნიუსთან” საუბარში აშშ-ში  დავით ზალკალიანის ვიზიტს სხვაგვარად აფასებს :

,, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სენატორების ტონალობა და შინაარსი ზალკალიანთან კარს მიღმა გაცილებით მკაცრი და გაცილებით პირდაპირი იყო, ვიდრე ის წერილი და გზავნილი,რომელიც სენატორებმა გამოიტანეს ამ შეხვედრიდან“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. დავით ზალკალიანი არის „ქართული ოცნების“ ძალიან წვრილი კალიბრის პოლიტიკოსი, რომელიც შეიძლება ვაშინგტონიდან ჩამოსვლის შემდეგ მინისტრიც აღარ იყოს, ის არის უბრალოდ საშუალება იმისთვის, რომ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს გადასცენ სენატის და კონგრესის გზავნილი”

მაჭავარიანის თქმით, “ვაშინგტონში ზალკალიანი ჩავიდა ამერიკელი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არსებობს და ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ, უბრალოდ არასრულია. ცხადია, აშშ-ში ჩვენს პარტნიორებს აქვთ სრული ინფორმაცია. მათ ძალიან კარგად იციან, ვინ არიან მოქმედი პირები, მათთვის მნივნელოვანია, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის განვითარების გზიდან და მათი ადრესატი არის  ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილმა აიღო ვალდებულება საარჩევნო პროპორციული სისტემის შემოღების და ეს ვალდებულება არ შეასრულა. აშშ-სთვის იკვეთება საქართველოს, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის გზიდან გადახვევა ავტორიტარიზმისკენ, რომელიც მათთვის მსგავსია რუსეთისა და იმ სცენარისა, რომელიც განვითარდა მოლდოვაში და ამერიკელ პარტნიორებს არ უნდათ მსგავსი სცენარი საქართველოში განვითარდეს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, „ოდნავ მაინც თუ ადამიანი ჩახედულია საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში და მათ შორის ვაშინგტონის შიდა სამზარეულოში, იცის, რომ სენატისა და კონგრესის წევრები არ უნდა მიიყვანო იქამდე, რომ მსგავსი შინაარსის და ტონის წერილი ღიად მისწერონ მათი პარტნიორი ქვეყნის მთავრობას. ეს არის ზუსტად ის გარემოება, რომელიც უნდა გაითავისოს „ქართულმა ოცნებამ“ და არ უნდა შეეცადოს დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერის პირობებში უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში. გასაგები იქნება, რომ ერთადერთი გზა, რითიც ის ამას შეძლებს, იქნება ის მახინჯი საარჩევნო სისტემა, რომელიც მათ მოირგეს საკუთარ თავზე.

წინა სტატიადასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ, ასეთია მოცემულობა
შემდეგი სტატიათბილისში, მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა, მათგან ერთი დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური