მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა - პოლიცია სამოქალაქო აქტივისტების გაყვანას და სირცხვილის კორიდორის...

პარლამენტთან სიტუაცია დაიძაბა – პოლიცია სამოქალაქო აქტივისტების გაყვანას და სირცხვილის კორიდორის დაშლას ცდილობს

Published on

დღეს პარლამენტში პლენარული სხდომაა. სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა. ოპოზიცია საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტის გამო არ ესწრება.

პარლამენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები პლაკატებითა და სასტვენებით ხელში პარლამენტის შენობის შესასვლელებთან დგანან და „სირცხვილის კორიდორს“ უწყობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დეპუტატებს.

საპროტესტო აქციის მოთხოვნა უცვლელია – დემონსტრანტები პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციებს რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდნენ პარლამენტის შენობის წინ.

პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ, პოლიცია გააქტიურდა

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენელმა, პარლამენტის შენობაში შესასვლელ კარებზე ბოქლომის ჩამოკიდება სცადა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. სამოქალაქო აქტივისტი საპატრულო პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.

ამას

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...