დღეს ჯანდაცვის მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმენენ. პირველი მინისტრი, რომელიც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დეპუტატების წინაშე წარსდგება, ეკატერინე ტიკარაძეა. თებერვალში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მოსმენაც. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია 4 თებერვალს გაიხსნა. ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, გუშინდელი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებების გარეშე წარიმართა და დეპუტატებმა მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს.