მარტყოფის მონასტრის კელიაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

0
535

მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.

შემთხვევა მონასტრის კელიაში მოხდა და ახალგაზრდა მამაკაცი ყელის არეში მიყენებული ჭრილობისგან  გარდაიცვალა.

მოკლული და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, გარკვეული პერიოდი მონასტერში ცხოვრობდნენ და ბერებს სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცველებს ამ დროისთვის დაკავებული არავინ ჰყავთ.

წინა სტატია,,ვოი, პარლამენტთან ნაციონალური ვირუსი მოდგა” – ნუკრი ქანთარია დახმარებისთვის ეკატერინე ტიკარაძეს მიმართავს
შემდეგი სტატიავშიშობ, რომ საქართველო მზარდად არასტაბილურ ქვეყანად იქცა – სვანტე კორნელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური