მთავარისიახლეებიპოლიტიკახატია დეკანოიძე: პარლამენტი სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად აქციეს

ხატია დეკანოიძე: პარლამენტი სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად აქციეს

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, დღეს დილით უეცრად ჩანიშნული უმრავლესობის სხდომა შიშით არის გამოწვეული

“როგორც კი სირცხვილის დერეფნები დაანონსდა, იმდენად ეშინიათ ივანიშვილის მსახურებს მოქალაქეების, დილასვე შეიპარნენ ამ შენობაში, რომელსაც იმდენად სიმბოლური დატვრითვა აქვს, რომ გადაიქცა სირცხვილის და უტიფრობის ციტადელად ამ ქვეყანაში. მას შემდეგ რაც აქ ადამიანებს თვალები დათხარეს, დაშავდნენ ადამიანები, შედეგ გახარიას გაპრემიერების მერე ბიძინა ივანიშვილმა პროპროციული არცევნები უკან წაიღო – ეს არის უტიფრობის სიმბოლო. სწორედ ეშინიათ ადამიანებთან ურთიერთობის და მათთვის თვალებში ჩახედვის, ამიტომ დილას შეიპარნენ”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, აქციები აუცილებლად გაგრძელდება და მას პერმანენტული სახე ექნება.

დღეს პარლამენტში პირველ საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ორ საათზე კი საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა დაიწყება, რომელზეც “მინისტრის საათის” ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...