მთავარისიახლეებიპოლიტიკადასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ, ასეთია მოცემულობა

დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ, ასეთია მოცემულობა

Published on

დღეს ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ და ბუნებრივია ეს პროტესტი ყველა სახელმწიფო უწყებასთან გაგრძელდება – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ის პირობას აძლევს „ქართულ ოცნებას”, რომ „ძალიან მძიმე გაზაფხული იქნება მათთვის“.

„გუშინ პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა და ბუნებრივია, ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ „სირცხვილის დერეფანი“ მოგვეწყო იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც ქართველ ხალხს პროპორციული არჩევნები წაართვეს. ეს გაგრძელდება პერმანენტულად და არ იქნება მხოლოდ პარლამენტის შენობა. ჩვენ ყველა სახელმწიფო უწყებასთან ვიქნებით და ხელისუფლებას დისკომფორტს შევუქმნით, ვინაიდან დღეს ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს, ქვეყანას ვკარგავთ, ასეთია მოცემულობა. ყოველი წამი, ყოველი წუთი და ყოველი საათი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქართველი ხალხი წართმეულ არჩევნებს არ დაიბრუნებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....