დაკავებულია ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი

0
531

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის-ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 362-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღება-გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.  

წინა სტატიაბაღდათში, სადაც ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან
შემდეგი სტატიაოპოზიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის პიკეტირება ბაღდათის ტრაგედიის გამო გადადო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური