მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაღდათში, სადაც ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე...

ბაღდათში, სადაც ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან

Published on

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის ადგილზე პოლიცია და მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად თბილისიდან ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლში ელექტროენერგია არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.

ხანძარს შემთხვევით გადაურჩნენ ბავშვების მამა და ბებია, ისინი ტრაგედიის დროს მაღაზიაში იყვნენ, უკან დაბრუნებულებმა კი ოჯახის წევრების გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

ოჯახი მიტოვებულ სახლში რამდენიმე დღის წინ შესახლდა. მათ ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

ხანძარი, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი ოჯახის ახლობელია.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი...

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი...

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლილუიაშვილი...

ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან...