ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი

0
481

ახალი კორონავირუსის დადგენა დღეიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქართულ მხარეს პარტნიორებთან ჰქონდა მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ საქართველო მიიღებს შესაბამის ტესტებს, რომელთა საშუალებით, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტირიება საქართველოშიც გახდება შესაძლებელი. დღეს მოქმედი პრაქტიკით, პაციენტის ბიოლოგიურ მასალას ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ, სადაც ხორციელდება გამოკვლევა რამდენიმე ათეულ ვირუსზე, რომელთა შორის ახალი კორონავირუსი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მათგანი არ დადასტურდა, მასალა საზღვარგარეთ არსებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რათა დადგინდეს, შეიცავს თუ არა ის ახალ კორონავირუსს. ეს პროცედურა რამდენიმე დღეს მოიცავს. სავარაუდოდ უკვე ხვალიდან კი ანალიზების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ იქნება და ახალ კორონავირუსზე მასალა ადგილზე შემოწმდება, რაც დიაგნოზის სწრაფად დასმის საშუალებას იძლევა.

წინა სტატიასინოპტიკოსების პროგნოზით დღეს სამეგრელოში თოვლს ელოდებიან
შემდეგი სტატიაბაღდათში, სადაც ხანძარს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, პოლიცია და მაშველები ამ დრომდე იმყოფებიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური