მთავარისიახლეებიმსოფლიობლუმბერგი გამოდის ინიციატივით დაწესდეს 5%-იანი გადასახადი მათთვის, ვისი შემოსავალიც წლიურად 5...

ბლუმბერგი გამოდის ინიციატივით დაწესდეს 5%-იანი გადასახადი მათთვის, ვისი შემოსავალიც წლიურად 5 მილიონ დოლარს აღემატება

Published on

ნიუ-იორკის ყოფილი მერმა, მაიკლ ბლუმბერგმა, რომელიც ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძვის საგადასახადო რეფორმის ინიციატივა გამოაქვეყნა. ბლუმბერგის აზრით, რეფორმის შედეგად, პირველ 10 წელში აშშ-ის ბიუჯეტში დამატებითი 5 ტრილიონი დოლარი შევა. 

ბლუმბერგის ინიციატივა მდიდარი მოქალაქებისა და მსხვილი კომპანიებისთვის დამატებითი 5%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, გადასახადი იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს დაუწესდებათ, ვისი შემოსავალიც წლიურად 5 მილიონ დოლარს აღემატება. წინადადებაში ნათქვამია, რომ ცვლილება გადასახადის გადამხდელთა მხოლოდ 0,1%-ს შეეხება. 

ბლუმბერგის კიდევ ერთი წინადადება დონალდ ტრამპს მიერ მიღებული საგადასახადო რეფორმის გაუქმებას ითვალისწინებს. პროგრამაში ნათქვამია, რომ ტრამპის რეფორმა არ ამცირებს უთანსასწორებას, არამედ ხელს უწყობს მის ზრდას. 

“ჩვენი წინადადებით, ტვირთი მხოლოდ მაღალშემოსვლიან ამერიკელებს და კორპორაციებს გაეზრდებათ, ამავდროულად მცირდება გადასახადებისგან თავის არიდების რისკი”, — ნათქვამია განცხადებაში. 

დამატებითი მიღებული 5 ტრილიონის დახარჯვას ბლუმბერგი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განათლებაზე და ჯანდაცვაზე გეგმავს. ბლუმბერგი 55 მილიარდი დოლარით აშშ-ის ერთ-ერთი მდიდარი მოქალაქეა. იგი ორჯერ იკავებდა ნიუ-იორკის მერის პოსტს. საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ბლუმბერგმა გასული წლის ბოლოს გამოაცხადა.

მილიარდერის თქმით, წინაასაარჩევნო კამპანიაზე იგი 1 მილიარდ დოლარს დახარჯავს. Advertising Analytica-ს მონაცემებით, პოლიტიკურ რეკლამაზე ბლუმბერგმა უკვე დახარჯა 250 მილიონი დოლარი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...