მთავარისიახლეებიპოლიტიკაამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მისი არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად...

ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მისი არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს – დენიელ ფრიდი

Published on

ქართული ოცნების მიმართ ამერიკელი კანონდებლების უმწვავეს კრიტიკასა და მათზე საქართველოს მთავრობის შეფასებებს ეხმაურება კიდევ ერთი ამერიკელი ექსპერტი და დიპლომატი დენიელ ფრიდი, რომელიც იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. იგი 1997-2000 წლებში იყო აგრეთვე ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში.

„კონგრესის წევრების შეშფოთებით უარყოფა ან ქედმაღლურად იმის თქმა, რომ ისინი უცოდინრობით მოქმედებენ, ვითარებას არ გამოასწორებს. კონგრესის თანამშრომლები ძალზე გამოცდილი ხალხია. თუ საქართველოს მთავრობას არ მოსწონს კონგრესის შეხედულებები, მათ უნდა ჰქონდეთ სერიოზული საუბრები ამ საკითხებზე. საქართველოს მთავრობამ შეშფოთების უბრალოდ უარყოფაზე მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და კონგრესის არასერიოზულად აღქმა ყველაზე ნაკლებად საქართველოს აწყობს.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...