“ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის” ოფისი გაიხსნა თბილისში

0
1125

დღეს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის” ოფისი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელიც ამერიკელი ექსპერტი, კრისტინა პუშოუ გახლავთ. ოფისის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და სხვა სტუმრები

აღნიშნული ორგანიზაციის ამოცანა გახლავთ წაახალისოს ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ იდეები ქვეყნის განვითარებისთვის. ორგანიზაცია ასევე აპირებს წაახალისოს ქართული პოლიტიკის “გაახალგაზრდავება”, ანუ ძველი პოლიტიკოსების ჩანაცვლება ახალგაზრდებით.

როგორც “ოდიშინიუსისთვის” გახდა ცნობილი, “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა” აპირებს ახლო მომავალში რეგიონალური ღონისძიებების ჩატარებას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის” ორგანიზებით 3 დღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა ზუგდიდში, რასაც ასამდე სტუდენტი ესწრებოდა. ასევე ცნობილია, რომ ჩამოყალიბდა სამეგრელოს “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივის” ორგანიზაცია

წინა სტატიახობში დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩოსთან ამერიკის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური