მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება - გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება – გამყრელიძე

Published on

“ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება”,- ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, ვირუსი არ აღმოაჩნდა არც გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში შესულ ჩინელ პაციენტებს. კერძოდ, ორ ბავშვს აღენიშნა A ტიპის ვირუსი, ხოლო ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორი მოქალაქეს ასევე არ დაუდგინდათ კორონავირუსი.  

“დღეს და ხვალ, სავარაუდოდ მივიღებთ დეტალურ რეკომენდაციებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. აღსანიშნავია რომ რჩევები სამ ჯგუფადაა დაყოფილი და დღის ბოლოს უკვე ევროპის ქვეყნებისთვის იქნება კონკრეტული რეკომენდაცია გაცემული. რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, საქართველო აკეთებს ყველაფერს. ჯერჯერობით, ქვეყნაში არ ფიქსირდება არცერთი შემთხვევა. მათ შორის, არც გუშინ ინფექციურში შემოსული პაციენტებს არ აღმოაჩნდათ აღნიშნული ვირუსი”,-აღნიშა გამყრელიძე. 

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, მისი თქმით, ამ მიმართულებით ვითარება უფრო დაიძაბა, ამიტომაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაციამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. 

“საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთერბეული მზადყოფნა. ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენეტრის მიხედვით დღევანდელი სტატისტიკა ამგვარია – სამწუხაროდ ძალიან სწრაფად იზრდება ციფრები და უკვე 9 692 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 90 ჩინეთს გარეთ, 19 ქვეყანაში. მომატებულია სიკვდილიანობა და გარდაცვლილია 213 ადამიანი. დაკვირვების ქვეშაა რამდენიმე ათასი ადამიანი, ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზიაციამ განაცხადა განსაკუთრებული მდგომარეობა”,-აღნიშნა გამყრელიძემ.  

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...