მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ცოტნე გააღვიძეს. გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ...

,,ცოტნე გააღვიძეს. გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია”- კარგი ამბავი კონსტანტინე გამსახურდიასგან და ანა ჯაბაურისგან

Published on

კონსტანტინე გამსახურდია პირად ფეისბუქგვერდზე ავრცელებს უახლეს ინფორმაციას ძმის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ

,,კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.

respect ამ ექიმების მიმართ – მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს.

როგორც ვიუწყებდით, წუხელ, გვიან ღამით ცოტნე გამსახურდიასთან შესული იყო მისი მეუღლე ანა ჯაბაური. ,,პალატაში ვნახე ცოტნე, ცოტნეს ექიმსაც ველაპარაკე, ისევ არის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, ჯერ ისევ არის უგონოდ და უტარდება ყველანაირი მკურნალობა, რაც შეიძლება. მოგვიანებით, ერთი კვირის ან ათი დღის შემდეგ იგეგმება MRT-ის გაკეთება, იქ უფრო ცხადი სურათი იქნება” – განაცხადა ჯაბაურმა წუხელ, ღამის 1 საათსა და 30 წუთზე

„ცოტნე გამსახურდია ცოლის ხმაზე რეაგირებს. ანა რამდენიმე საათია მის პალატაში იმყოფება და ცოტნე ცხადია არ ლაპარაკობს. ემოციებს ნაწილობრივ გამოხატავს. ექიმების თქმით, პაციენტმა ანას ხმაზე დადებითი ემოციები დააფიქსირა და ამიტომ ექიმებმა ანას სთხოვეს, რომ პალატაში დარჩენილიყო. პაციენტს რამდენიმე დღის წინ შეუწყვიტეს იმ წამლების მიწოდება, რომელიც მის ხელოვნურ კომაში ყოფნას უზრუნველყოფდა. როგორც ანამ თქვა, ვთხოვე, ხელზე ხელი მომიჭირე და მომიჭირაო. მუსიკაც მოვასმენინეო“. – ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდა ცოტნე გამსახურდიას ცოლის, ანა ჯაბაურის თანაშემწემ, ჯაბა კვარაცხელიამ.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...