მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპრეზენტაცია SOS ღილაკისა, რომელიც გამიზნულია გატაცების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის საოკუპაციო...

პრეზენტაცია SOS ღილაკისა, რომელიც გამიზნულია გატაცების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის საოკუპაციო ზოლზე გადაადგილებისას

Published on

ხვალ, 31 იანვარს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გაიმართება პრეზენტაცია SOS ღილაკისა, რომელიც დავით ქაცარავას იდეითა და გიორგი რუხაძის ძალისხმევით შეიქმნა.

ეს მოწყობილობა გამიზნულია რუსი ოკუპანტების მიერ გატაცების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებისთვის საოკუპაციო ზოლზე გადაადგილებისას სატარებლად და რეალური საფრთხის წარმოქმნისას მომენტალურად აგზავნის ინფორმაციას მფლობელის ადგილმდებარეობის შესახებ

.


64 გრამიანი, ყინვაგამძლე, წყალგამძლე მოწყობილობა ერთი დამუხტვით 7 დღეს მუშაობს, ახორციელებს ორმხრივ ზარებს და ერთდროულად უგზავნის მონაცემებს სამ ადრესატს.
ოკუპანტებმა ეს მოწყობილობა რომც დაამტვრიონ, ბაზაში რჩება გადაადგილების მარშრუტი და ბოლო ადგილსამყოფელის კოორდინატები.

,, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის “ახევის” პროცესი გრძელდება. კიდევ უფრო სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენი მიწების ოკუპაცია 2008 წლის ომის შემდეგ მოხაზულ საოკუპაციო ხაზს ცდება . ასევე, ოკუპანტები აგრძელებენ ჩვენი მოქალაქეების გატაცებას. ახალი ოკუპაციის შესახებ ინფორმირების გარდა, ამ პრეზენტაციაზე ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლების დახმარების გარეშე გარკვეულწილად მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების გატაცებების პრევენცია.” – აცხადებს მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...