მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლების რეაქცია ვაშინგტონიდან მიღებულ წერილებზე

ხელისუფლების რეაქცია ვაშინგტონიდან მიღებულ წერილებზე

Published on

ხელისუფლება აშკარად გაღიზიანებული წერილებით ვაშინგტონიდან დ მათ შორის კონგრესიდან მიღებულ მორიგ წერილით, რომელიც მთავრობას ამჯერად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა გამოუგზავნეს. ამ წერილების გასანეიტრალებლად ქართველი ხალხის თვალში ხელისუფლებამ მძიმე და მცირე არტილერია აამოქმედა როგორც მაღალი თანამდებობის პირების, ისე პარლამენტის უფერული დეპუტატების , მათ შორის რევაზ არველაძისა და მისთანების სახით.


პრემიერმინისტრი გიორგი გახარია:,, მე გუშინ ვთქვი, რომ როგორც ჩანს, აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ და კიდევ ბევრი წერილი იქნება და კიდევ ერთი პოზიციების დაფიქსირება იქნება მეთქი და აი, დღეს ეს დადასტურდა.კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ჩვენ არასდროს შეგვშინებია მწვავე შეკითხვების და ყოველთვის მზად ვიყავით ამ მწვავე შეკითხვებზე შესაბამისი პასუხები გაგვეცა. 

არ დავიწყებ გარჩევას, სხვადასხვა წერილი იყო სხვადასხვა აქცენტით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – როგორც იცით, გუშინ ჩამობრძანდა აშშ-ის ახალი ელჩი, უახლოეს პერიოდში პარლამენტის დელეგაცია გაემგზავრება ამერიკაში. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიქნებით უაღრესად აქტიურები, უაღრესად ეფექტურები და ამასთან ერთად ობიექტურებიც ყველაფერ იმასთან დაკავშირებით, რისგანაც ახლა ამ ჟრიამულს ვტეხავთ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე. მოგეხსენებათ, აშშ არის სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე:  ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ საფუძვლად დაედო კრიტიკას. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილს არსად უთქვამს, არსად დამუქრებია ოპოზიციას რომ მათ ციხეში გაუშვებს. ეს არის აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა. მეორე, როდესაც საუბრობენ რომ ძალადობრივი დაშლა მოხდა მშვიდობიანი აქციის, ჩვენ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ საფუძვლად დაედო, სამწუხაროდ, რამდენიმე არასწორი ფაქტი. რა თქმა უნდა კრიტიკა არის ძალიან ცუდი როდესაც ის არასწორ ფაქტებზე დამყარებით ხდება და ჩვენ ამის აღმოფხვრაზე ინტენსიური კომუნიკაციის დროს გვექნება ბევრი საუბარი, თუნდაც კამათი ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით რეალური გარემოებების, ფაქტობრივი გარემოებების შესახებ უფრო ზუსტი, კონკრეტული ინფორმაციები ჰქონდეთ, მათ შორის ვიდეო მტკიცებულებები.

თბილისის მერი კახა კალაძე: განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ეს კონკრეტული კომპანია. მხედველობაში მაქვს “ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები

ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ არველაძე:  ,,მე მაშფოთებს ის ამბავი, რომ აშშ-დან არც ერთს, კონგრესმენი იქნება თუ საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი, არც ერთს არ გადაუმოწმებია, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული.

აი, ამ შემთხვევაში, უნდა მუშაობდეს საქართველოს საელჩოები არამარტო ამერიკაში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, ყველა იმ ხელისუფლებას, მანამდე, სანამ ეს ოპოზიცია დაიწყებს რაღაცას, მანამდე უნდა აძლევდეს სწორ ინფორმაციას. გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობა ჯობნის ინფორმაციას მიწოდებაში ქართულ ოცნებას, რაც ძალიან არასასურველია

გიორგი ვოლსკი: “არის საკითხები, რომელზეც ჩვენ სიღრმისეული და ერთობლივი ანალიზი გვმართებს, ასევე არის საკითხები, რომელიც რაღაც ტერმინს მომაგონებს, რომელიც საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება, ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როცა მეგობარი უნებლიეთ მეგობარს აზიანებს.

ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, ეს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი არ არის, ეს არის რეგიონის ინტერესი, ჩვენი ორივეს ინტერესია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება. ეს პასუხები უნდა იყოს საქმიანი, მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი და შექმნილი ვითარების რეალური ანალიზი უნდა ხდებოდეს. როგორც წერილის ადრესატს, ასევე პოლიტიკოსებს მართებთ არა მხოლოდ წერილობითი და დეკლარაციული პასუხების გაცემა, არამედ ფაქტებით კარგად აღჭურვილი დელეგაციების შეხვედრა ამერიკელ კოლეგებთან. არანაირი ურთიერთობები არ უნდა იყოს გადახედილი, ეს გამორიცხულია, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რეგიონში მოკავშირე, ისეთი როგორიც საქართველოა, არ არის მხოლოდ პათეტიკასთან ან სენტიმენტებთან დაკავშირებული საკითხი, ეს არის საგანგებო, სტრატეგიული პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი.

თუ ჩვენს მიმართ რაიმე კითხვა არსებობს, ამ კითხვებს პასუხი უნდა გავცეთ, ვინაიდან ეს პარტნიორული ურთიერთობა როგორც საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე არის რეგიონალური სტაბილურობისთვის და უსაფრთხოებისთვის. აქ სასწორზე დევს პოლიტიკური თემა, რაშიც ცამდე მართლები ვართ და მეორე მხარეს დევს თემა, რომელიც ქართულ-ამერიკულ ინტერესებში აერთიანებს ყველაფერს, რასაც ჰქვია რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა”

სიახლეები

კრიპტო ვალუტების გამოყენების სარგებელი ბიზნესისთვის

ბოლო წლებში კრიპტო ვალუტები მხოლოდ ციფრული აქტივების მცირე სეგმენტი აღარ არის — იქცა გლობალური...

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...