მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო გონს მოეგოს" - ხატია დეკანოიძე სენატორების წერილზე

“ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო გონს მოეგოს” – ხატია დეკანოიძე სენატორების წერილზე

Published on

“ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო გონს მოეგოს”,- ასე ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები სენატორების უმწვავეს გზავნილს.

მათი თქმით, ხელისუფლება თუ არ დათმობს პროპორციულ არჩევნებს, მიიღებს სავალალო შედეგებს. ამიტომ,მმართველმა გუნდმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს დემოკრატიის თამაშს, თუ დათმობს ძალაუფლებას. 

“ბატონო გიორგი ესეც ფრონტერაა?! როცა სასამართლოებზე ლაპარაკობენ ან როცა პოლიტიკურ დევნასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპადიეზდებაზეა საუბარი, ესეც ფრონტერაა?! როცა არჩევნების ჩაგდებაზე საუბრობენ, ესეც ფრონტერაა?!”,-აცხადებს უგულავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, ივანიშვილს მოუწევს საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება. 

“ივანიშვილსა და მის გუნდს, რომელიც რუსულ ინტერესებს ატარებს, ეყოფა აზროვნება დააბრუნოს პროპორციული საარჩევნო სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში შავი ღრუბელი, რომელიც მის თავზე შეიკრიბა უკვე, გამოუშვებს სეტყვას და ივანიშვილი გაიზიარებს პლახატნუკის ბედს”,-განმარტავს დეკანოიძე. 

ოპოზიციისგან განსხვავებით ხელისუფლებაში სენატორების კრიტიკის მართებულობას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. 

“ბუნებაში არ არსებობს რამდენიმე ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო კრიტიკას. მაგალითად, ივანიშვილი არსად დამუქრებია ოპოზიციას რომ ციხეში გაუშვებს. ეს კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზაა”,-აცხადებს მამუკა მდინარაძე. 

სიახლეები

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...

სტივ ვიტკოფმა უკრაინაში მოკლული ამერიკელი მოხალისის ოჯახს პუტინის ჯილდო გადასცა

CNN-ის ცნობით, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინის გადმოცემული “მადლობის მედალი” გადასცა 21 წლის მაიკლ...