მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ იმსჯელებს, გამოაცხადოს თუ არა საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ იმსჯელებს, გამოაცხადოს თუ არა საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების გამო

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 30 იანვარს ჟენევაში კვლავ იმსჯელებს, გამოაცხადოს თუ არა საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი კორონავირუსის გავრცელების გამო. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტი წარუდგენს ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რეკომენდაციას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ამასთან, კომიტეტის წევრები იმსჯელებენ ზომებზე, რომელთა მიღება დაავადების პრევენციის მიზნით არის აუცილებელი. სხდომის დასრულების შემდეგ ორგანიზაცია სპეციალისტების რეკომენდაციებსა და მითითებებს გამოაქვეყნებს.

ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა 22-23 იანვარსაც გაიმართა. მაშინ ორგანიზაციამ საჭიროდ არ მიიჩნია საგანგებო რეჟიმის გამოცხადება.

შეგახსენებთ, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსს 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის გარდა, დაავდების შემთხვევები დაფიქსირდა 20-მდე ქვეყანაში.

სიახლეები

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...

სტივ ვიტკოფმა უკრაინაში მოკლული ამერიკელი მოხალისის ოჯახს პუტინის ჯილდო გადასცა

CNN-ის ცნობით, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინის გადმოცემული “მადლობის მედალი” გადასცა 21 წლის მაიკლ...