მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: ,,ეს უბრალოდ ამაზრზენი კადრებია. იზორიას კი არა, ჩემი ძმაც...

გიორგი გახარია: ,,ეს უბრალოდ ამაზრზენი კადრებია. იზორიას კი არა, ჩემი ძმაც რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა”

Published on

რაც კადრებში ვნახე ამაზრზენია, – უთხრა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უსაფრთხოების საბჭოსა და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან იზორიას ძმის, ვახტანგ იზორიას დაკავების ვიდეოს კომენტირებისას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამას არანაირი გამართლება არ აქვს და უარესი შეფასება ექნებოდა მისი ძმა რომ ყოფილიყო:

„მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს არის უბრალოდ ამაზრზენი. ამას არა აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება და უფრო მკაცრი შეფასება მექნებოდა. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას, პოლიციელები ყოველდღიურად თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი ოჯახის წევრების და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ეს იყო უბრალოდ ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 2014 წლის ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი აკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას და მას მალევე ათავისუფლებენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან.

თავად ლევან იზორიამ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ძმის დაკავება უსაფუძვლო იყო

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...