მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩხოროწყუში, ჯუმბერ იზორიას ოფისთან მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები საპროტესტო აქციას...

ჩხოროწყუში, ჯუმბერ იზორიას ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ – ისინი პარლამენტარს კონტრაბანდასთან კავშირში ადანაშაულებენ

Published on

ჩხოროწყუში, ჯუმბერ იზორიას ოფისთან მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ – ისინი პარლამენტარს კონტრაბანდასთან კავშირში ადანაშაულებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, იზორიები ჩხოროწყუში ყველა ბიზნესს აკონტროლებენ, რასაც ისინი აპროტესტებენ.

მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით “ჩვენც იზორიები ვართ, ვერ დაგვაკავებთ”, “შეცვალე სამეგრელოდან” და ა.შ. ახალგაზრდებს ადგილზე მიტანილი აქვთ სიგარეტი და ბენზინი.

თავის მხრივ, პარლამენტარი ამბობს, რომ არავითარ კონტრაბანდაში არ მონაწილეობს და ეს ბრალდება გამოგონილია პროვოკატორების მიერ, რომელნიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არიან მართული.

„ყველა უწყებას ვთხოვ, თუ რომელიმე ჩემს ნათესავს ან ახლობელს აქვს რამე სახის უკანონობა ჩადენილი, გამოიძიონ და დასაჯონ” – აცხადებს ჯუმბერ იზორია.

სიახლეები

კრიპტო ვალუტების გამოყენების სარგებელი ბიზნესისთვის

ბოლო წლებში კრიპტო ვალუტები მხოლოდ ციფრული აქტივების მცირე სეგმენტი აღარ არის — იქცა გლობალური...

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...