მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩილ გამზარდია: “გახარიას ერთგვარი მეგრული არტისტიზმი ახასიათებს... მეეჭვება, რაღაც “ნამიოკებს” ისროდეს

არჩილ გამზარდია: “გახარიას ერთგვარი მეგრული არტისტიზმი ახასიათებს… მეეჭვება, რაღაც “ნამიოკებს” ისროდეს

Published on

“აქტიურ პოლიტიკურ სეზონში ვართ 1992 წლიდან და მანამდეც, ამიტომ გახარიას ფრაზაში განსაკუთრებულ იდუმალ შეტყობინებებს და სიტყვებს შორის კავშირს ვერ ვხედავ, ჩვეულებრივი ფრაზაა, ერთგვარი ფსევდოწინასწარმეტყველები რომ არიან, მომხდარის შემდეგ, რომ იტყვიან ხოლმე, დაახლოებით ასეთი”, – ასე აფასებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრემიერ-მინისტრ გიორგი  გახარიას მიერ შესაძლო სამთავრობი ცვლილებებზე ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა იგულისხმა პრემიერმა გახარიამ “აქტიურ პოლიტიკურ სეზონსა” და “საინტერესო ცხოვრებაში”.

“ცხოვრება მოძრაობაა, ყველაფერს უნდა დაველოდოთ. “დასპოილერება” მე ხომ არ მომიგონია?! ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება და მინდა, რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. უახლოეს პერიოდში აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, “დასპოილერებაც” ბევრი იქნება, საინტერესო ცხოვრება გველის”, – განუცხადა გახარიამ ჟურნალისტებს. გამზარდია ამბობს, რომ გახარიამ სიტყვებში “აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ” მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდი იგულისხმა, რადგან, მისივე თქმით, ის სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიმღები პირი არაა და ვერც ღრმა აზრს ვერ ჩადებდა”, – აღნიშნავს გამოცემა.

“გახარიას ერთგვარი მეგრული არტისტიზმი ახასიათებს. ვეჭვობ, რომ მის განცხადებაში რაიმე ღრმა იდეა ყოფილიყო ჩადებული, რის გამოც შეიძლება ვიფიქროთ, რომ გახარია მთელი რიგი პროცესების საქმის კურსში იყოს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს ის, რომ ღარიბაშვილი გადადგა მაშინ, როდესაც მას თავისი სახელით და გვარით მოსაწვევები ჰქონდა დარიგებული და მოსაწვევების დროს ის უკვე პრემიერი აღარ იყო; გვახსოვს, რომ პრემიერი კვირიკაშვილიც უცებ, თვითონაც რომ არ იცოდა იმ დროს გადადგა და ასევე მამუკა ბახტაძეც. ვეჭვობ, რომ  გახარია შესაძლო ან არსებული გადაწყვეტილებების პროცესში ღრმადაა ჩართული, მით უმეტეს ამ გადაწყვეტილებების მმართველი პირი იყოს და ამიტომ შესაბამისად რაღაც “ნამიოკებს” ისროდეს. რაც მან თქვა, არაფერი განსაკუთრებული არაა, წინასაარჩევნო პერიოდია და შესაძლოა მან “აქტიურ პოლიტიკურ სეზონში” საერთოდ არაფერი არ იგულისხმა და შესაძლოა საარჩევნო პერიოდი კოხტად და არტისტულად გამოხატა. გახარიას თქმა რად უნდა იმას, რომ აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია.

სიახლეები

კრიპტო ვალუტების გამოყენების სარგებელი ბიზნესისთვის

ბოლო წლებში კრიპტო ვალუტები მხოლოდ ციფრული აქტივების მცირე სეგმენტი აღარ არის — იქცა გლობალური...

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

კორცხელის სასაფლაოზე 50 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილი ეკლესიაში მიმავალმა მოქალაქეებმა შენიშნეს. მისი ვინაობა...

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება

„სამართლიანი არჩევნები” თვითმმართველობის არჩევნებს სტანდარტული სადამკვირვებლო მისიითა და მეთოდოლოგიით არ დააკვირდება, თუმცა, ორგანიზაცია აგრძელებს...

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...