მთავარისიახლეებისამართალისალომე სამადაშვილი: გამოძიების დახურვით მაჩალიკაშვილების ოჯახი შეურაცხყოფილია და ამაზე საზოგადოებასაც ექნება...

სალომე სამადაშვილი: გამოძიების დახურვით მაჩალიკაშვილების ოჯახი შეურაცხყოფილია და ამაზე საზოგადოებასაც ექნება ძალიან მწვავე რეაქცია

Published on

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიების დახურვა ამ საქმის გარშემო არსებულ კრიზისს გაამწვავებს.

სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად დახუროს საქმე.

“ამაზე საზოგადოებას ექნება ძალიან მწვავე რეაქცია. საზოგადოებამ თავიდანვე უნდობლობა გამოუცხადა საგამოძიებო პროცესს, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. სწორედ ამიტომ და ასევე, მაჩალიკაშვილის ოჯახის თხოვნით, ჩვენ წარვადგინეთ ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოძიების დახურვა, რომელსაც ისედაც არანაირი ნდობა არ ჰქონდა და ის დასკვნა, რაც ვნახეთ, მხოლოდ გაამწვავებს ამ კრიზისს. დარწმუნებული ვარ, მაჩალიკაშვილის ოჯახი ღრმად შეურცხყოფილია იმ დასკვნით, რაც პროკურატურამ დადო,”- განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...