მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ხდება ცოტნე გამსახურდიას გარშემო? რატომ არ ახელს იგი თვალს და...

რა ხდება ცოტნე გამსახურდიას გარშემო? რატომ არ ახელს იგი თვალს და რატომ არ უშვებენ ანა ჯაბაურს მეუღლის პალატაში

Published on

თურქეთის კლინიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია უკვე გააღვიძეს, მაგრამ თავად ცოტნე არ იღვიძებს, თვალებს არ ახელს. ექიმის ვარაუდით, ცოტნე გამსახურდია თვალს შესაძლოა, იმიტომ არ ახელს, რომ არასასურველი ხმა ესმის.

გავრცელებული ინფორმაციით, მანანა არჩვაძე გამსახურდია შვილის პალატაში იმყოფება,  მეუღლეს, ანა ჯაბაურს კი არ აძლევს  მისი ნახვის უფლებას., ანა ჯაბაურის კლინიკაში არშეშვების მიზეზი სწორედ მისი კატეგორიული მოთხოვნაა.

როგორც „2020NEWS”-ს სარწმუნო წყარომ განუცხადა, სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის იმ კლინიკის ხელმძღვანელობას, სადაც ცოტნე გამსახურდია მკურნალობს, წერილი გაუგზავნა.

წერილში ზურაბიშვილი ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კლინიკას სასამართლოში ჩივილით ემუქრება. ამრიგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ირგვლივაც მოახერხა სკანდალის აგორება.

მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან,- განაცხადეს დღეს ანა ჯაბაურის ადვოკატებმა კოლხური კოშკის წინ, საგანგებო ბრიფინგზე/

„მოგეხსენებათ, ცოტნეზე 19 დეკემბერს ჯგუფური თავდასხმის შემდეგ, იგი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მას ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, სადაც აგრძელებდა მკურნალობას შემდგომი 12 დღის განმავლობაში, და, სადაც მას ყოველდღიურ მეთვალყურეობას მისი მეუღლე (მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი) ანა ჯაბაური უწევდა. გამოიკვეთა რა, თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო სერიოზულ გართულებათა განვითარების შესაძლებლობა, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან. ეს მოხდა მისი თურქეთის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. უკვე სამი კვირაა ამაოდ ვცდილობთ რაიმე სახის ინფორმაციის მოპოვებას ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ. 3 კვირის წინ კლინიკაში ცოტნესთან მისულ ანა ჯაბაურს მანანა-არჩვაძე გამსახურდიამ გზა გადაუღობა, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილის წინააღმდეგ თურქმა ექიმებმა ანა ჯაბაური ცოტნესთან დაუშვეს. ცოტნეს პალატიდან დერეფანში გამოსულმა კი იქვე ახლოს მყოფი, ამ ფაქტით აღშფოთებული ქ-ნი მანანას სატელეფონო საუბარი მოისმინა ჩვენთვის უცნობ პირთან იმის შესახებ, თუ როგორ დაურეკა მან თავის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა ამ უკანასკნელმა დახმარება და მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ ამ საუბრის მოწმე გახდა ცოტნეს ამბის გასაგებად მისული, თურქეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელიც ასევე დაადასტურებს მოსმენილი საუბრის ზემოთ აღნიშნულ შინაარსს. მეორე დღეს კლინიკაში მისულ ანა ჯაბაურს ადმინისტრაციამ აუწყა, რომ არსებობს წერილი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერ ადამიანს, ქ-ნი მანანას გარდა, კატეგორიულად ეკრძალება ცოტნეს ნახვა, მის ექიმებთან გასაუბრება, მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მიღება. ხოლო ანა ჯაბაურის ცოტნესთან დაშვების უფლების მისაღებად მოითხოვეს საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება ცოტნეს მხარდამჭერად ცნობის შესახებ. თბილისში დაუყოვნებლივ დაბრუნებულმა ანა ჯაბაურმა სასამართლოს წარუდგინა რა ყველა საჭირო საბუთი და მტკიცებულება, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ კანონით არსებული უფლებამოსილებით, ანას მიანიჭა ჯანმრთელობის დროებითი მხარდამჭერის სტატუსი, რომელიც გულისხმობს, როგორც უფლებებს, ასევე ვალდებულებებსა და მოვალეობებს ცოტნესთან მიმართებაში. სასამართლოს მიერ გაცემული აღნიშნული დოკუმენტი აპოსტილით დადასტურებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და წარდგენილ იქნა კლინიკის ადმინისტრაციისთვის. კლინიკის ადმინისტრაციამ კვლავ დაუშვა ქ-ნი ანა ცოტნესთან, თუმცა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ კვლავ ჩხუბითა და სასამართლოში ჩივილით დააშანტაჟა კლინიკის ადმინისტრაცია. ჩვენდა გასაკვირად, კლინიკა კვლავ დაემორჩილა ქ-ნი მანანას უკანონო მოთხოვნებს. ხოლო, ჩვენს მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა კი ამ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას (იხ. თურქი ადვოკატის წერილი ქვემოთ). ჩვენი მცდელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული და ქ-ნი მანანას ხელში არსებული ზემოთ აღნიშნული წერილის მოპოვებისა, რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა, ისევე როგორც ნებისმიერი მცდელობა თურქეთში საქართველოს საკონსულოსგან დახმარებისა მიღებისა და ქმედითი ღონისძიებების გატარებისა, რომელსაც ვალდებულება აქვს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების კანონიერი უფლებები. აქვე მინდა აღვნიშნო, კანონში მხარდამჭერის მიღების შესახებ, ცალსახადაა მითითებული, რომ მხარდამჭერის დანიშვნისას ერთერთი პირველი რიგის გასათვალისწინებელი ფაქტორი მხარდამჭერისა და მისი მიმღები პირის ურთიერთდამოკიდებულებაა, ხოლო ცოტნესა და ქ-ნი მანანას მკვეთრად კონფრონტაციული ურთიერთობის შესახებ საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი თავად ცოტნესგან (იხ. ც.გ.-ს მიერ გამოქვეყნებული წერილი დედის შესახებ ქვემოთ) – ბოლო 9-10 წელია მათ აღარ აქვთ ურთიერთობა. ამ ხნის განმავლობაში მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ არაერთი სასამართლო დავა წამოიწყო ცოტნეს ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. გადაიფორმა ,,კოლხური კოშკის’’ ეზოს ნაწილი და, რაც მთავარია, სამწლიანი ქონებრივი დავა წამოიწყო 2012 წელს ციხიდან ახალგამოსული, ხანგრძლივი საპროტესტო შიმშილით დასუსტებული და მძიმედ დაავადებული საკუთარი შვილის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სოლიდური ფართობის მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდების მიზნით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ვერაზე, მრავალსართულიანი კორპუსის აშენების პერსპექტივით. ხოლო სასამართლოს მიერ დანიშნულმა კანონიერმა მხარდამჭერმა ანა ჯაბაურმა კი საბუთში შეიტანა მხოლოდ ცოტნეს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პუნქტები. ყველა პუნქტი, რომელიც ირიბად მაინც ეხდებოდა ქონებრივ საკითხს, თუნდაც ცოტნესთვის გამოყოფილ მკურნალობის ხარჯებს, მისი მოთხოვნით ამოღებულ იქნა.

მიგვაჩნია, რომ უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირისთვის მისი ჯანმრთელობის ფაქტობრივ მეთვალყურედ მისი ქონებით დაინტერესებული და მასთან ქონებრივ სასამართლო დავებში არსებული პირის ყოფნა, (რომელთანაც საყოველთაოდ ცნობილ მკვეთრ კონფრონტაციულ ურთიერთობაშია) ყოვლად დაუშვებელია. მითუმეტეს, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ცოტნე გამსახურდიას დაენიშნა კანონიერი მხარდამჭერი, რომელთანაც ცოტნე ,,კოლხურ კოშკში’’ ცხოვრობდა ბოლო წლების განმავლობაში მისი ჰოსპიტალიზაციის წუთამდე. ისიც აღსანიშნავია, რომ ცოტნეს კანონიერი მხარდამჭერი, ცოტნეს სამოქალაქო მეუღლე ანა ჯაბაური არის ექიმი, კლინიკის წამყვანი კარდიოლოგი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი. მაშინ, როცა ცოტნე გამსახურდია მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მივიჩნევთ მისი მკურნალობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის კონტროლს იმ ადამიანების მიერ, რომელთა მიმართაც უნდობლობას თავად საჯაროდ აფიქსირებდა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ცოტნეს ფაქტობრივი ტყვეობიდან, სრული იზოლაციიდან დახსნა და მასთან კანონიერი მხარდამჭერის დაშვება“,-ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ოკუპანტებმა ქვემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი...

“ოცნებამ” ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ელჩები არ დაპატიჟა

შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები...

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი

ხელჩართული ჩხუბი პროფკავშირებში - ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება...

“ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას” – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

მორიგი საპროტესტო განცხადება საჯარო სექტორიდან. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე 28 ნოემბერს...