ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი სტრასბურგამდე მივიდა, თუმცა არა საქართველოს ფოსტის მეშვეობით – ფოსტამ იგი უბრალოდ გააქრო.
ხელისუფლება ოპონენტებთან ბრძოლას ახალი მეთოდებით აგრძელებს. ირაკლი ოქრუაშვილის საჩივარი, რომლითაც იგი სტრასბურგს მიმართავდა სამი თვის წინ გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ დოკუმენტი აღკვეთის ღონისძიების გადახედვას ითხოვდა, ხელისუფლების ჩანერგილმა ე.წ ოდეერმა მოიპარა საქართველოს ფოსტიდან, მიზეზი კი პროცესის გაჭიანურება იყო, რადგან 25 იანვარს ოქრუაშვილს გასაჩივრების ვადა ეწურებოდა.
“საქართველოს ფოსტაში ე.წ ოდეერების სისტემა, რომელიც დღეს არსებობს, დიდი ეჭვი გვაქვს, რომ მათ ნახეს რომ განცხადება ევროპულ სასამართლოში იგზავნებოდა განცხადება. ყველამ იცის მე ვისი ადვოკატიც ვარ , არ გამოვრიცხავ და დასაბუთებული ეჭვიც მაქვს, რომ ნახეს ეს კორესპოდენცია და არ გაუშვეს. ამასთან დაკავშირებით პასუხსაც არაფერს გვეუბნებიან” – განაცხადა ადვოკატმა.
აღნიშნული სარჩელი სტრასბურგამდე მაინც მივიდა. ორი კვირის წინ ოქრუაშვილის მეგობარიმა სარჩელი პირადად ჩაიტანა სტრასბურგის სასამართლოში.