მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს იმის მტკიცება, რომ, ...

გიგა ბოკერია: უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს იმის მტკიცება, რომ, თურმე დანაშაული არ ყოფილა, როცა მაღალჩინოსნის ძმა წინააღმდეგობას უწევს და ემუქრება პოლიციას

Published on

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებებს ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული ინცინდენტზე ,, ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება და საუბრობს ივანიშვილისა და მთელი მისი გუნდის მიერ დამკვიდრებულ წესზე, რომ თუ ხარ დაახლოებული პირი მაღალი თანამდებობის პირთან, უნდა გაგივიდეს ყველაფერი.

,,უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს იმის მტკიცება საზოგადოებისთვის, რომ, რაც ჩვენ ვიხილეთ, როგორც ექცეოდა პოლიციელებს ეს პირი, მაღალჩინოსნის [ლევან იზორიას] ძმა და შემდგომ როგორც ჩაიფარცხა საქმე, როგორ მოაკითხეს “საბჭოთა ტრადიციებში” მისმა მძღოლმა და გამოიყვანა და ლამის ბოდიშები ახდევინა პოლიციას – ეს არის თურმე ნორმალური ამბავი და თურმე დანაშაული არ ყოფილა არც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის, არც მუქარის – ესაა მადემორალიზებელი.

სწორედ ამ მიდგომით მოვიდა ივანიშვილის მთელი გუნდი და ეს წესი დაამკვიდრა, რომ ყველას უნდა დაასხდნენ თავზე და თამაშის წესი უნდა იყოს, რომ თუ ხარ დაახლოებული პირი მაღალი თანამდებობის პირთან უნდა გაგივიდეს ყველაფერი, ხოლო ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს შეგიძლია მოექცე უსამართლოდ, დაჩაგრო და დაამცირო.

ეს ყველაფერი აისახება ყველა ინტიტუტის ნდობაზე და მათ შორის პოლიციის მორალზე. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი გვექნება სამუშაო, რომ ეს მანკიერი მემკვიდრეობა სწრაფად აღმოიფხვრას მას შემდეგ, რაც ამ სამარცხვინო ლიდერს და მის კლოუნებს ხელისუფლებიდან გავაცილებთ არჩევნების გზით. 

სიახლეები

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...

სტივ ვიტკოფმა უკრაინაში მოკლული ამერიკელი მოხალისის ოჯახს პუტინის ჯილდო გადასცა

CNN-ის ცნობით, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინის გადმოცემული “მადლობის მედალი” გადასცა 21 წლის მაიკლ...

ჯეი დი ვენსი-უკრაინის უსაფრთხოებისთვის ლომის წილი ევროპამ უნდა იტვირთოს – ეს მათი კონტინენტია

უკრაინის უსაფრთხოებისთვის ლომის წილი ევროპამ უნდა იტვირთოს - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი...

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ჩარკვიანის და – თაკო ჩარკვიანი ავრცელებს. ქართველი მუსიკოსი...