მთავარისიახლეებისაზოგადოებაგამოირიცხა, რომ ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოსული გოგონა, რომელსაც ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა,...

გამოირიცხა, რომ ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოსული გოგონა, რომელსაც ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, შესაძლოა კორონავირუსით იყოს დაინფიცირებული

Published on

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით, 22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება.

იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ იყო.

მისივე თქმით, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გოგონა სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სიახლეები

უკრაინამ როსტოვის ოლქში ნავთობის ქარხანაზე იერიში მიიტანა

21 აგვისტოს ღამეს უკრაინამ რუსეთში, როსტოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. ადგილობრივი Telegram-არხების ინფორმაციით,...

სტივ ვიტკოფმა უკრაინაში მოკლული ამერიკელი მოხალისის ოჯახს პუტინის ჯილდო გადასცა

CNN-ის ცნობით, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა პუტინის გადმოცემული “მადლობის მედალი” გადასცა 21 წლის მაიკლ...

ჯეი დი ვენსი-უკრაინის უსაფრთხოებისთვის ლომის წილი ევროპამ უნდა იტვირთოს – ეს მათი კონტინენტია

უკრაინის უსაფრთხოებისთვის ლომის წილი ევროპამ უნდა იტვირთოს - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი...

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა

მამუკა ჩარკვიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მამუკა ჩარკვიანის და – თაკო ჩარკვიანი ავრცელებს. ქართველი მუსიკოსი...