მთავარისიახლეებისაზოგადოებათურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

Published on

თურქეთის აღმოსავლეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებული 1 607 ადამიანიდან, 1 515 საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს, ნანგრევებიდან კი 45 ადამიანი გამოიყვანეს.

ქვეყნის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ 844 მიწისქვეშა ბიძგი აღინიშნა. თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურმა სტიქიის ზონაში 3 800 თანამშრომელი, ასობით ავტომობილი და 22 სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლი გაგზავნა.

თურქეთის ელაზიღის პროვინციაში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 24 იანვარს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები საქართველოში და სირიაშიც იგრძნობოდა.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...