მთავარისიახლეებისაზოგადოებახაბეიშვილის ცემის ფაქტზე ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შეკრებილებმა ადგილზე ნაგვის ურნა მიიტანეს

ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შეკრებილებმა ადგილზე ნაგვის ურნა მიიტანეს

Published on

მოძრაობა „შეცვალეს” წევრებმა, დედაქალაქის საკრებულოსთან, სადაც ისინი აქციას მართავენ, ნაგვის ურნა მიიტანეს. მათ ურნაზე საკრებულოს იმ წევრების ფოტოებიანი სტიკერები გააკრეს, რომლებიც ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშვილის მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მონებო, მონებო“.

მათი მოთხოვნაა, ეს წევრები საკრებულოდან გარიცხონ, ასევე, მათ დატოვონ მმართველი პარტიის რიგები.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ასევე ითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, რა მიზნითაც რამდენიმე მათგანი საკრებულოს შენობაში შევიდა, თუმცა ისინი მალე დაბრუნდნენ უკან და განაცხადეს, რომ ისინი გიორგი ტყემალაძესთან შესახვედრად არ შეუშვეს

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....