მთავარისიახლეებისამართალიპროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვან ლევან თორიას საქმეზე გამოტანილი...

პროკურატურამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვან ლევან თორიას საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა

Published on

ზუგდიდის რაიონული პროკურატურა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვან ლევან თორიას საქმეზე გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლოში  გაასაჩივრა.  უწყება მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება ლევან თორიას დანაშაული, რასაც პროკურორ ილია ტორუას თქმით, მოწმეთა ჩვენებები და გამოკვლეული ვიდეომტკიცებულებებიც ადასტურებს.

ტელეკომპანია „ოდიშის“ წამყვანი ლევან თორია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მის მიმართ წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო. სასამართლო 2019 წლის 27 დეკემბერს გაიმარტ. მოსამართლე ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, ლევან თორიას გირაოს სახით გადახდილი 3000 ლარი უკან დაუბრუნდება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, თორიას დამნაშავედ ცნობის შესახებ.

ლევან თორიას  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმე ეხება მიმდინარე წლის 14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტს, როცა ტელეკომპანია „ოდიშის“ გადამღები ჯგუფი დადიანების ეზოში გადაცემის ჩაწერას აწარმოებდა, სადაც იმყოფებოდნენ გადაცემაში მოწვეული სტუმრები, მათ შორის სანდრა რულოვსი და ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი მათ თავს დაესხა და მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....