აფხაზეთში „ჩერნომორენერგომ“ელექტროენერგიის მოხმარებაზე გრაფიკი დააწესა. ეს ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონის ვარდნასთან არის დაკავშირებული, რაც ყოველწლიურად, იანვარ – თებერვალში ხდება
განცხადებაში ნათქვამია, რომ აჩიგვარას და შეშელეთის ელექტროსადგურების გადატვირთვის გამო ელექტროენერგიის მოხმარებაზე გრაფიკი დაწესდა.
გრაფიკის მიხედვით, მოსახლეობას დენის მიწოდება შეუწყდება დღეში 2 -ჯერ, ორ-ორი საათით. ასე გაგრძელდება ელექტროენერგიის რუსეთიდან შეძენამდე – აცხადებს ,,ჩერნომორენერგო”
.გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგია რუსეთისგან თბილისმა შეიძინა