მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა

Published on

ჩინეთიდან თბილისში დღეს დაგეგმილი ავიარეისი გაუქმდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიარეისი ჩინეთის მხარის ინიციატივით გაუქმდა ისე, რომ მიზეზი ქართული მხარისთვის არ განუმარტავთ

,, ჩვენ დღეს ავიარეისს ველოდებოდით ჩინეთიდან, მაგრამ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს დაგეგმილი რეისი გაუქმდა. აღნიშნული ჩინეთის მხარის გადაწყვეტილებით მოხდა. სკრინინგი ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს უტარდება, არ აქვს მნიშნელობა ტრანზიტულად ჩამოსული მგზავრი იქნება თუ პირდაპირი რეისით. დღეიდან კი უკვე თერმოსკრინინგი დაინერგება, რაც ტემპერატურის დისტანციური თერმომეტრით გაზომვას გულისხმობს. თუ 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდება მგზავრს, ჩაითვლება, რომ ეს არის კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევა და სამედიცინო პერსონალი, რომელიც მას აეროპორტშივე დახვდება, მის მდგომარეობას უფრო დეტალურად შეაფასებს. ჩინეთიდან საქართველოს გავლით მიმავალ მგზავრებს კი ამ ეტაპზე სკრინინგი არ უტარდებათ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„ჩინეთი ვიცით, რომ ზღუდავს გასვლას, განსაკუთრებით იმ ქალაქიდან, უჰანიდან, სადაც კონცენტრირებულია ეპიდაფეთქება. ამავე დროს მათ მინიმუმამდე დაჰყავთ, როგორც ჩინეთიდან გასული, ასევე ჩინეთში შესული მგზავრების რაოდენობა. ეს რეგულაციები მოქმედებს. ვიცი, რომ დღევანდელი რეისი გაუქმდა და პირდაპირი რეისები, რომელიც ჩინეთიდან, პეკინი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებით იყო დაგეგმილი, ეს რეისებიც გაუქმებულია. შემდგომ რა იქნება, ამაზე ჯერ ვერ გეტყვით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელა ამირან გამყრელიძემ/

მისივე განცხადებით.ქართულ მხაერეს გათვალისწინებული ჰქონდა სხვა ზომებიც – თუ ავიარეისები აღდგა, მგზავრებს ასევე დაურიგდებათ ბროშურები, სადაც მითითებულია თუ რა სიმპტომების დროს უნდა მიმართონ საქართველოში შესაბამის დაწესებულებებს.

ცნობისთვის საქართველოში უკვე გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...