მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, ვინმე ევგენი ნოვოჟიროვი...

ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც თავის ჭკუაში კანტს და ნიცშეს ეკამათება, ვინმე ევგენი ნოვოჟიროვი გაქურდა

Published on

კაცი, რომელიც თავის ჭკუაში ეკამათება კანტს და ნიცშეს თურმე ყოფილა ევგენი ნოვოჟიროვის, ძაან ეგზოტიკური გვარის კაცის გადამწერი და პლაგიატორი.  –  ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის დისერტაციის საკითხს ეხმაურება.

,,ძაან საინტერესო იქნება თუ დრო გამოვნახე აუცილებლად წავიკითხავ ივანიშვილის თუმდაც ამ მოპარულ დისერტაცია, რომელიც კოლმეურნეობებში შრომის ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიის დანერგვას და მის გაუმჯობესებას ეხება. საინტერესო იქნება, როგორ აპირებდა ივანიშვილი 86 წელს კოლმეურნეობების განვითარებას.

ეს, რა თქმა უნდა, ღიმილს და სიცილს იწვევს, თუმცა, თუ გავაცნობიერებთ იმას, რომ ეს ადამიანი დღეს ფაქტობრივად დაპატრონებულია ჩვენს ქვეყანას და უყურებს, როგორც რაღაც არშემდგარ კოლმეურნეობას, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება.

რა ბედი ეწევა მის დისერტაცია მე მგონი არსებითი არ არის, მთავარია, ვისაც გართობა გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ამ კაცის დისერტაცია და იქ უამრავი მარგალიტი იქნება და მერე ვარკვიოთ რომელი არის ივანიშვილის და რომელი ნოვოჟიროვის.”

შეგახსენებთ, თავისუფლების ინსტიტუტი ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის, სამეცნიერო ხარისხის ჩამორთმევას ითხოვს. ამ მიზნით ორგანიზაციის წევრებმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართეს და ივანიშვილის დისერტაციასთან ერთად, ყველა ის მტკიცებულება გადასცეს, რის გამოც მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის ნაშრომი ვერ აკმაყოფილებს სამეცნიერო სტანდარტს და შეიცავს პლაგიატის ნიშნებს.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...