მთავარისიახლეებისამართალივინ მტრობს სამეგრელოს ტყეებს? - მარტვილის სოფელ დობერაზენში...

ვინ მტრობს სამეგრელოს ტყეებს? – მარტვილის სოფელ დობერაზენში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

Published on

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზენში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე, ავტომანქანით, თხმელას სახეობის 50 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მან ხე-ტყის მოპოვების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.

აღნიშნულ სამართალდარღვევაზე შემდეგი რეაგირების მიზნით, მასალები შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....