მთავარისიახლეებიკონფლიქტებინიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

Published on

„მე შეშფოთებული ვარ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარებით და მისი გავლენით ადგილზე მყოფ მოსახლეობაზე. ამრიგად, მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისი, როგორც სადამკვირვებლო მისიის გადამწყვეტი როლის შესრულებაში და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენაში“, – განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ​მა სტეფ ბლოკმა., რომელმაც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან, ადგილზე გაეცნო სტუაციას და სადამკვირვებლო მისიასაც (EUMM) ეწვია. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

„მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ქ-ნი ქეით ფიერონი მიესალმა ბ-ნ ბლოკს და ნიდერლანდების დელეგაციას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ახლოს მდებარე სოფელ ოძისში. ქ-მა ფიერონმა მიმოიხილა მისიის მანდატი, ოპერაციები და დაკვირვებები, სადაც ხაზი გაუსვა მისიის ხელშეწყობით ოპერირებადი ცხელი ხაზის მნიშვნელოვან როლს კონფლიქტის ყველა მხარეს შორის კომუნიკაციის შენარჩუნებაში, ადგილზე უსაფრთხოების დასარეგულირებლად“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისადმი გაწეული მუდმივი წვლილისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...