მთავარისიახლეებისამართალი“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? '' - სასამართლოში მიხეილ...

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? ” – სასამართლოში მიხეილ კალანდიას მამასა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაურია. მიხეილ კალანდიას მამასა და და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ, რასაც დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან სარალიძეს გაეკიდნენ.

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ – განაცხადა მიხეილ კალანდიას მამა.

სიტუაციის განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი

მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე დაპირისპირების შემდეგ მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ კომენტარი გააკეთა.

„გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თვაზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სიახლეები

პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ – გია ვოლსკი

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ,...

სხვა ქალთან ერთად ბინაში მყოფი საქმრო საცოლემ დაჭრა – შემთხვევა მარნეულში

მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა კაცი, სავარაუდოდ, საქმრო, დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან...

ზელენსკი არ აპირებს, პუტინს დონბასის ოლქი მთლიანად დაუთმოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო პუტინის მოთხოვნა, ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ დონეცკის ოლქის მთლიანად...

ყველაფერი ჩვენს ხელშია – ხაბეიშვილი “ტიტუშკას” ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ...