მთავარისიახლეებისაზოგადოებამღვდელმონაზონი ანდრია სარია: მათ არ უნდათ ეკლესიიდან მოიცილონ მამათმავლები, მამაძაღლები, ქურდები, ნარკომანები...

მღვდელმონაზონი ანდრია სარია: მათ არ უნდათ ეკლესიიდან მოიცილონ მამათმავლები, მამაძაღლები, ქურდები, ნარკომანები და ყაჩაღები, ეკლესია ერთგვარ დიდ ბიზნესად იქცა

Published on

მღვდელმონაზონ ანდრია სარია მისთვის მღვდელმსხურების აკრძალვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. ,,როცა თვეების განმავლობაში ცდილობ სამართლიანობის და სიმართლის დამტკიცებას ეკლესიის შიგნით, სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან, მათ კი ეს არ აინტერესებთ, მერე გიწევს მიმართო მრევლს, რომ ისინი არაქრისტიანულად იქცევიან და მათი ქცევა ეს არის “ქრისტეზე კიდევ ერთი ლურსმანი”.- განაცხადა მან ,,პალიტრანიუსის”გადაცემაში – “საღამოს ნიუსრუმი”

ანდრია სარიას თქმით, საპატრიარქოს განცხადება, რომ მღვდელმონაზონის მხრიდან ხდება ცილისწამება, აბსურდია.

” არაერთგზის წერილობითაც მიგვიმართავს, რომ გამოძიებულიყო საქმეები, რომელტა შესახებ არსებობს დოკუმენტაცია. ამაზე თვითნებურად დანიშნულმა მიტროპოლიტმა შიომ მითხრა, რომ ჩვენ არ ვართ მზად მტკიცებულებებისთვის, რომ თქვენ მოიტანოთ მტკიცებულებები და მეც მითხრა, რომ არ ვიყავი მზად”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

მისი თქმით, სინოდის წევრებისთვის, ალბათ მტკივნეული იყოს ის განცხადება, რომელიც მან დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ციხესთან გააკეთა.

სასულიერო პირის განმარტებით, სინოდის წინაშე შესაბამისი დოკუმენტების წარსადგენად ვადას მეუფე პეტრე ითხოვდა.

“ის თავად ამბობდა, რომ უამრავი დაზარალებულია. ვადა მომეცით, რომ წარვადგინო სინოდის წინაშე დოკუმენტაციები და მოვიდნენ დაზარალებული ადამიანები, ჩაინიშნოს ნორმალური საეკლესიო პროცედურები, სადაც ეკელსიურად იქნებოდა განხილული ეს საკითხები. მაგრამ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი წესების გარეშე. ქუჩურად იბრძვიან. მარგინალურად, პაპუასებივით იქცევიან.

მათ არ უნდათ მამათმავლები, მამაძაღლები ქურდები, ნარკომანები და ყაჩაღები ეკლესიიდან მოიცილონ, სადაც ყველაფერი “სტავკებად” აქვთ ქცეული და ეკლესია ერთგვარ დიდ ბიზნესად იქცა და სადაც ჯიპებით დაგრიალებენ ისე, როგორც უნდათ. ეს არის მათი ქონებრივი დეკლარაცია”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.

.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....