მთავარისიახლეებიმსოფლიოდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი: ქვეყანამ ბრექსიტის ფინიშის ხაზი გადაკვეთა და მზად...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი: ქვეყანამ ბრექსიტის ფინიშის ხაზი გადაკვეთა და მზად არის, 31 იანვარს ევროკავშირი დატოვოს

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ქვეყანამ ბრექსიტის ფინიშის ხაზი გადაკვეთა და მზად არის, 31 იანვარს ევროკავშირი დატოვოს. ბორის ჯონსონის ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის ოფისმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ბრექსიტის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა. ახლა დოკუმენტი ხელმოსაწერად დედოფალს უნდა გადაეგზავნოს.

„პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო დატოვებს ევროკავშირს 31 იანვარს და გააგრძელებს წინსვლას როგორც ერთი მთელი. ზოგჯერ გვეჩვენებოდა, რომ ჩვენ ვერასდროს გადავკვეთდით ბრექსიტის ფინიშის ხაზს, თუმცა როგორც იქნა, ეს გამოგვივიდა“, – ნათქვამია ჯონსონის განცხადებაში.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბრექსიტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს უთანხმოების დასრულებისკენ და ქვეყნის ყოველდღიურ პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა.

ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან დაიწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...