მთავარისიახლეებიმსოფლიოჩაიხედეთ მეორადი ავეჯის უჯრებში - მიჩიგანში საკომისიო მაღაზიაში შეძენილ დივანში...

ჩაიხედეთ მეორადი ავეჯის უჯრებში – მიჩიგანში საკომისიო მაღაზიაში შეძენილ დივანში კაცმა 40 000 დოლარი იპოვა

Published on

მიჩიგანის შტატში მცხოვრებმა ჰოვარდ კირბიმ 2019 წლის დეკემბერში საკომისიო მაღაზიაში დივანი შეიძინა . კაცი მას რამდენიმე კვირის განმავლობაში იყენებდა და ამ ხნის განმავლობაში ეჩვენებოდა, რომ მასზე ჯდომა მოუხერხებელია. 

ერთ დღესაც მისმა შვილმა დივანი შესამოწმებლად გახსნა და ის ფულით სავსე აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, კირბიმ და მისმა შვილმა მეორადი ავეჯიდან 40 000 დოლარი ამოიღეს.

ამასთან, ადვოკატმა კაცს უთხრა, რომ ის ვალდებული არ არის გაარკვიოს, საიდან აღმოჩნდა დივანში თანხა და შეუძლია ფული თვითონ მოიხმაროს. თუმცა კირბიმ გადაწვიტა, რომ ასე მოქცევა უსამართლოა. მან მაღაზიას მიმართა, რომლის თანამშრომლებმა ის ქალი იპოვეს, რომელმაც დივანი იქ გასაყიდად მიიტანა.

როგორც გაირკვა, ეს დივანი ქალის ბაბუის იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. კირბიმ ქალს თანხა მთლიანად დაუბრუნა.

სიახლეები

პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ – გია ვოლსკი

ვერ ვხედავ, რომ პლებისციტის აუცილებლობა არსებობს, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი - ჩვენი ოპონენტები რას ამბობენ,...

სხვა ქალთან ერთად ბინაში მყოფი საქმრო საცოლემ დაჭრა – შემთხვევა მარნეულში

მარნეულში, ახალგაზრდა ქალმა კაცი, სავარაუდოდ, საქმრო, დანით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავებ ბინაში სხვა ქალთან...

ზელენსკი არ აპირებს, პუტინს დონბასის ოლქი მთლიანად დაუთმოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო პუტინის მოთხოვნა, ე.წ. მშვიდობის სანაცვლოდ დონეცკის ოლქის მთლიანად...

ყველაფერი ჩვენს ხელშია – ხაბეიშვილი “ტიტუშკას” ცემის საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა

“პანჩური” ტიტუშკას – საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ...