მთავარისიახლეებიმსოფლიოავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას 3 ამერიკელი მოხალისე მაშველი დაიღუპა

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას 3 ამერიკელი მოხალისე მაშველი დაიღუპა

Published on

ავსტრალიაში ხანძრის ჩაქრობისას 3 ამერიკელისგან შემდგარი სამაშველო ეკიპაჟი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

შემთხვევა ახალ სამხრეთ უელსის მთებში დღეს მოხდა. ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

შტატის პრემიერი ამბობს, რომ ავიაკატასტროფა აქტიური ხანძრის კერაში მოხდა.

გარდაცვლილების იდენტიფიცირება ჯერჯერობით არ მომხდარა, მაგრამ ოფიციალური პირების ინფორმაციით, ისინი ამერიკის მოქალაქეები არიან. 

ახალი სამხრეთ უელსის სახანძრო სამსახურის ცნობით, ამერიკელებისგან დაკომპლექტებულმა ეკიპაჟმა მათ თავად შესთავაზა მოხალისეობრივი სამსახური ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრების წინააღმდეგ.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...