მთავარისიახლეებიპოლიტიკა"პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს"- კახა კალაძე

“პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს”- კახა კალაძე

Published on

კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წინ აღმართულ კონსტრუქციაზე.

მისი თქმით, პარლამენტის წინ არსებული სივრცე დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ დაუყოვნებლივ საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას.

“პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. არსებული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მინდა ჩემს მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მოწესრიგებაც. ჩვენ პროექტი გასული წელს შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ. დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე თბილისში”, – აღნიშნა კალაძემ.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...