მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპი მეორედ მოსვლაზე: ,,აღსასრულის მქადაგებლებს და აპოკალიფსის შესახებ მათ წინასწარმეტყველებას არ...

დონალდ ტრამპი მეორედ მოსვლაზე: ,,აღსასრულის მქადაგებლებს და აპოკალიფსის შესახებ მათ წინასწარმეტყველებას არ უნდა ვუსმინოთ”

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას თქვა, რომ მუდამ აღსასრულის მქადაგებლებს და აპოკალიფსის შესახებ მათ წინასწარმეტყველებას არ უნდა ვუსმინოთ. – ინფორმაციას ამის შესახებ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით გამოცემა ტაბულა გე აქვეყნებს

“იმისათვის, რომ ხვალინდელი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, უარი უნდა ვთქვათ მუდმივად აღსასრულის მქადაგებლებზე და აპოკალიფსის შესახებ მათ წინასწარმეტყველებებზე. ესენი გუშინდელი მკითხავების შეცდომებია, მეც მყავს, თქვენც გყავთ და მათ სურთ, რომ ჩვენ საქმე ცუდად წაგვივიდეს, მაგრამ ეს არ უნდა დავუშვათ.”- განაცხადა ტრამპმა.

დავოსის ეკონომიკურ სამიტს აქტივისტი გრეტა თუნბერგიც ესწრებოდა. ის ტრამპის გამოსვლას გამოეხმაურა:

“ისინი ბავშვებს ეუბნებიან არ იდარდოთ, ნუ იქნებით პესიმისტები და შემდეგ არაფერს აკეთებენ, სიჩუმეა.” თქვა მან.

დონალდ ტრამპმა საკუთარ გამოსვლაში დააანონსა აშშ-ის მონაწილეობა ტრილიონი ხის დარგვაში:

“მე მჯერა გარემოს მნიშვნელობის. მე მსურს ყველაზე სუფთა წყალი და ყველაზე სუფთა ჰაერი.” თქვა მან.

გარდა ამისა მან მადლობა გადაუხადა კომპანიებს აშშ-ში ჩადებული ინვესტიციებისათვის და თქვა, რომ აშშ-ის ეკონომიკური მდგომარეობა ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე წარმოიდგენდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

“სკეპტიციზმის დრო დასრულდა. მივმართავ ყველა ბიზნესს, რომელსაც წარმატების მისაღწევად ადგილის პოვნა სურს – აშშ-ზე უკეთესი ადგილი არ არსებობს.” თქვა მან.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...