ამერიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

0
465

ამერიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. New york Times-ის ინფორმაციით, ვირუსის პირველი შემთხვევა ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.

გამოცემის ცნობით, პირველი დაინფიცირებული ადამიანი სამოგზაუროდ ჩინეთში, კერძოდ ქალაქ უხანში იყო. პაციენტი გასულ კვირას პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო კორონავირუსი ორშაბათს დაფიქსირდა.

ამასთან, ჩინეთმა აღიარა, რომ აღნიშნული ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა, ხოლო დაავადებულია ასობით ადამიანი. 

შეგახსენებთ, რომ ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ უხანში ზღვის პროდუქტებისა და ფრინველების ბაზარში გაჩნდა. ქალაქში 11 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. დავირუსებული პაციენტები გამოვლინდა ჩინეთის რამდენიმე ქალაქში და ასევე 4 ქვეყანაში, მათ შორის: ტაივანში, იაპონიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში.

წინა სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიააღიარეთ, რომ ივანიშვილმა პროპორციული არჩევნები ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ჩააგდო – მიხაელ გალერი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური