მთავარისიახლეებიპოლიტიკააღიარეთ, რომ ივანიშვილმა პროპორციული არჩევნები ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ჩააგდო - მიხაელ გალერი

აღიარეთ, რომ ივანიშვილმა პროპორციული არჩევნები ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით ჩააგდო – მიხაელ გალერი

Published on

გერმანელი ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრმა მიხაელ გალერიმ ევროპარლამენტის სხდომაზე რეინტეგრაციის მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ყოველთვის უპირობო იქნება მხარდაჭერა თქვენი ევროპული ორიენტაციისადმი, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს თქვენი მხრიდან სიტყვის შესრულება და თქვენი მცდელობა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა მოგვყიდოთ ქართული ოცნების შიგნით შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი ხარისხის ნიშნად… არიან პარლამენტარები, ვინც თქვენი პარტია დატოვა და უმეტესობა მათგანი ჩემი საუკეთესო თანამოსაუბრე. გულწრფელები თუ იქნებით, განა ივანიშვილი მხოლოდ საჯაროდ არ ამბობდა, შეცვალეთო, კულისებში ისე მოაწყო, რომ ჩავარდნილიყო? და თანაც, ხელისუფლებაში დარჩენის აშკარა მიზნით. გთხოვთ, თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ასე იყო“- აცხადებს ევროპარლამენტარი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...